Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაქს ვებერის ფონდის სტიპენდიები დოქტორანტებისა და მკვლევრებისთვის

მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში  გამოცხადდა განაცხადების მიღება მოკლევადიან კვლევით სტიპენდიაზე გერმანიაში და სტიპენდიაზე კონფერენციებში, ვორქშოპებსა და კოლოკვიუმებში მონაწილეობისათვის.

 

მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია (1–3-Month Research Scholarships in Germany), სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინსტიტუტებთან აფილირებულ მკვლევრებსა და ისტორიკოსებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი კვლევითი მიზნებისათვის ესტუმრონ გერმანიის არქივებს, ბიბლიოთეკებსა თუ კვლევით ინსტიტუტებს. სტიპენდია კონფერენციებში, ვორქშოპებსა და კოლოკვიუმებში მონაწილეობისათვის (Mobility Funding to Participate in Conferences, Workshops and Colloquia), კი ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინსტიტუტებთან აფილირებულ მკვლევრებსა და ისტორიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ მათი კვლევითი პოტენციალი და მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ვორქშოპებში.
 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი.


დამატებითი ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებსაიტზე: https://mwsgeorgia.hypotheses.org/fellowships

 ორივე სტიპენდიის აღწერა და სტიპენდიის რეგულაციები იხილეთ თანდართულ ფაილებში:

ფაილი 1

ფაილი 2

ფაილი 3

თარიღი: 22/10/2025